დაზიანებული და დანგრეული სახლები ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში.
საცხოვრებლად საშიშად გამოცხადებული დასახლების მკვიდრთა ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდება და ალტერნატიული ფართების შესაძენად გამოყოფილ თანხას არასაკმარისად მიიჩნევს. ითხვისის მცხოვრებლები არც უწყებათშორისი კომისიის იმ დასკვნას ეთანხმებიან, რომლის მიხედვით სოფელში მდებარე სახლების დანგრევა სტიქიამ, კერძოდ მეწყრულმა პროცესებმა განაპირობა. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მათი საცხოვრებლების დაზიანება და ნგრევა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულმა სამთო სამუშაოებმა გამოიწვია. საკუთარი მოთხოვნები ითხვისელებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერეს.
ითხვისში თათია ტაბეშაძე და დავით ცირიკიძე ჩავიდნენ.