ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციისას ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიან ელინისტური ხანის რკინის იარაღით დასტურდება.
ნამოსახლარზე არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ნაპოვნია ადრე შუა საუკუნეების პერიოდის მარანიც. არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი „არგვეთი“, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით ახორციელებს.