ქართული სტენდი ჩინეთში.
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ქალაქ შანხაიში გაეცნენ. ITB China 2024-ზე ჩვენი ქვეყანა პირველად იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენას ათასობით კომპანია და ორგანიზაცია 80-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობდა. უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს, ტურ-ოპერატორებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ ბლოგერებს საშუალება ჰქონდათ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეზე, ღირსშესანიშნაობებზე, სერვისებსა და ტურისტულ მარშრუტებზე ინფორმაცია მიეღოთ და საქართველოში ვიზიტები დაეგეგმათ. გამოფენა დროში დაემთხვა ჩინეთთან, როგორც ქვეყნის ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლას. საერთაშორისო გამოფენა ახალი კავშირების დასამყარებლად და ტურისტული ნაკადების მოსაზიდად კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობაა.