იტალიის ეროვნულ დღესასწაულს საქართველოშიც აღნიშნავენ.
„ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონში იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. 1946 წელს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონარქიულ მმართველობას რესპუბლიკად გარდაქმნა არჩია. ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებიან, ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენს.