იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ცოტა ხნის წინ სერჯო მატარელა ქართველ კოლეგას პრეზიდნეტის სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. პრეზიდენტებმა მოლაპარაკებებზე დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. იტალიის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო.
შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დეტალებზე ქეთი ქარდავა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.