იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. სერჯო მატარელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.   მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  შეხვედრაზე, იტალიის პრეზიდენტმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა დააფიქსირა.

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრეზიდენტმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.  დღესვე, სერჯო მატარელა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.