იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
იტალიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჯო მატარელა სახელმწიფო ვიზიტით თბილისს გუშინ დელეგაციასთან ერთად ეწვია და საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

დღეს კი, სერჯო მატარელა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

იტალიის პრეზიდენტი დღეს ასევე საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს დაესწრება. ამასთან, შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.