ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა  
ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ იტალიის პრეზიდენტი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს დაესწრება.

დღესვე, სერჯო მატარელა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.