საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი  

თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მიმართეს. ფორუმში ასევე ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

პრემეირის თქმით,  ბოლო წლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, კარგი შედეგია.  2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორებს შორის იტალიას მეათე ადგილი უკავია.