საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის რაგბიში პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და სამომავლო გეგმები.
მხარეები კონკრეტულ პროექტზეც შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ საქართველოში საზაფხულო კემპი გაიმართება, სადაც იტალიელი ბავშვებიც ჩამოვლენ.