პანდემიის გამო, „რაგბი ევროპამ“ ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო

გუშინ, საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველო – რუსეთის დაპირისპირება, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, მაყურებლის გარეშე გაიმართებოდა. თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ტურნირის ორგანიზატორმა, „რაგბი ევროპამ“,  თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურნირის ყველა მატჩი, რომელიც 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდება განუსაზღვრელი ვადით.

სტუმარი: გოჩა სვანიძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

ავტორი: ლუკა ჭოჭუა.

ახალი დღე