საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზად, ქართულ რაგბიში არსებული კრიზისი სახელდება. რაგბის კავშირში ადასტურებენ სვანიძის გადაწყვეტილებას, თუმცა მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.