IT აკადემია „სტეპის“ სკოლა გაიხსნა.
„სტეპს“ ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. სკოლის პრიორიტეტი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინასთან ერთად ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლება იქნება. სკოლა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებით სურთ. ლაბორატორიები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილია, თანამედროვე სპორტული დარბაზები კი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ მათი ინტერესის შესაბამისად სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ. ახალი სასწავლო წლისთვის მიღება უკვე დაწყებულია. აიტი აკადემია 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.