სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იუბილე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, მეცნიერები და აკადემიკოსები ესწრებოდნენ. აკადემიის პრეზიდენტის განმარტებით, დაწესებულება არის ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი და მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობას და სამინისტროს სამეცნიერო ბაზების გამოყენებას სთავაზობს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აკადემიას საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს დაარსდა.