გიორგი გახარია შსს-ს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც ცნობილია, გასულ წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება.

შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და სწორედ აკადემია ყალიბდება სისტემაში მოხვედრის ერთადერთ გზად. გარდა ამისა, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. გიორგი გახარია საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო, მათ შორის არის აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად ჩამოსულ პოლიციელებს და ტრენერებს მოემსახურება. განახლდა საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, სიმულაციური სწავლების სივრცე, განხორციელდა აკადემიის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა.