„კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა“ – ეს წარწერა ჰქონდა ოქროს მედალს, რომელიც 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ქართულ ჩაის გადაეცა.
საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქები მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ამ კულტურის სამრეწველო მოყვანა კი უკვე თითქმის ასი წლის შემდეგ იწყება. წარმატება ამ საქმეს ჩინეთიდან ჩამოყვანილმა ახალგაზრდა ლაო ჯინ-ჯაომ მოუტანა.
ვინ იყო ეს ახლგაზრდა ჩინელი და რა ბედი ელის ჩვენამდე მოღწეულ მის საცხოვრებელ სახლს, – მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დეტალებით.