ისტორიული კიბის ახალი სიცოცხლე

უძველესი ხვეული კიბე, რომლის გადასარჩენად არქიტექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისურ ეზოში შეიკრიბნენ. უცხოელმა და ქართველმა მოხალისეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიბე თბილისის მერიისგან ნებართვის აღების შემდეგ საკუთარი ძალებით უსასყიდლოდ აღადგინეს. ეს არის უნიკალური ხის კონსტრუქცია, რომლის მსგავსი თბილისში სულ რამდენიმე შემორჩა. სწორედ ამ კიბეზეა გადაღებული ცნობილ ქართულ ფილმში „დღე უკანასკნელი დღე პირველი“, ერთ-ერთი ეპიზოდი სერგო ზაქარიაძისა და ბელა მირიანაშვილის მონაწილეობით.

ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც უნიკალურ კიბეს ახალი სიცოცხლე აჩუქეს.