თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების, კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული არქივი გადაეცა.
უნიკალური არქივი ათასობით დოკუმენტის, პირადი წერილების, დიპლომატიური მიმოწერისგან შედგება და დღეიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იქნება დაცული. არქივში ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდის მასალებია თავმოყრილი, რომელსაც დიპლომატიის ისტორიის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.