ისრაელი 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას იწყებს. ახალი წესების მიხედვით, მცირეწლოვნებისათვის „ფაიზერის“ ვაქცინის საბავშვო დოზა იქნება განსაზღვრული. ისრაელის მედიის ცნობით, სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა. „ფაიზერის“ მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91 პროცენტით ეფექტურია.