ისრაელის ახალგაზრდა დიპლომატების სკოლის სტუდენტები საქართველოს სტუმრობენ. ახალგაზრდები ისრაელის ელჩს და დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს შეხვდნენ. ელჩმა ახალგაზრდებს, ორი ქვეყნის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების ისტორია გააცნო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდა დიპლომატები უკვე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღესვე სტუდენტები ეწვევიან პარლამენტს და შეხვდებიან ქართველ სტუდენტებს.