ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალია.
ბოლო მონაცემებით, პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიამ და მისი მთავარი კონკურენტის, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლიტიკურმა ძალამ ქნესეთში თანაბარი მანდატები მიიღეს. თუმცა პოლიტოლოგები პრემიერ-მინისტრის პოსტს მაინც ნეთანიაჰუს უწინასწარმეტყველებენ. მით უმეტეს, რომ პარლამენტში შესულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ნეთანიაჰუს კარგი ურთიერთობები აკავშირებს.