ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში

სავარაუდო ზეწოლისა და ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში.

ორგანიზაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13, სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის ერთი შემთხვევა.