„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ხარვეზის მიზეზებს სუსტი განმარტებებით ხსნის, მიზანმიმართული მანიპულაციის ეჭვებს კი, პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომის დამალვა აღრმავებს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული შეცდომა „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების ფაქტს არ ცვლის. ნაწილი კი თვლის, რომ შეცდომის შესახებ ინფორმაციის დროულად გავრცელების შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად განვითარდებოდა. ოპოზიციის ნაწილისთვის, ხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებულ შეცდომაზე სამართლიანი არჩევნების განმარტება სარწმუნოა.