„პატრიოტთა ალიანსმა“ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებს ეხება. კონკრეტულად კი 2004-2011 წლებში საქართველოში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტების შესახებ. ინაშვილის განცხადებით, 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება პირდაპირ ამბობს, რომ ამ დანაშაულს ორგანიზებას წინა ხელისუფლება უწევდა და ავალდებულებს პროკურატურას რომ გამოიძიოს ეს საქმეები.