ირმა ინაშვილი თვითმმართველობის არჩევნების პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესია დაწყებული. მისივე განმარტებით, ამის მცდელობა, „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა, რასაც ხელი „პატრიოტთა ალიანსმა“ შეუშალა. ინაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო, ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსს“ ებრძვის და თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულ შედეგსაც ამ ფაქტს უკავშირებს.