საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 75 პროცენტს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს, ამასთან, გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისარგებლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. 3% სავარაუდოდ არ წავა არჩევნებზე, 6%-ს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ მივა არჩევნებზე. გამოკითხულებიდან მხოლოდ 2%-ია , ვისაც პასუხი არ აქვს, ან არ იცის წავა თუ არა არჩევნებზე.
რომელ პარტიას მისცემდით ხმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, – კითხვაზე გამოკითხულთა 26 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალური მოძრაობას“, 9% – პარტიას „საქართველოსთვის“ ასახელებს, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტიას“ – 3%. „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიას, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ – 2-2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. ლევან ვასაძის პარტიას, „ევროპულ საქართველოს“, ანა დოლიძის პარტიას, ელენე ხოშტარიას მოძრაობასა და „გირჩს“ –კი 1-1%-იანი მაჩვენებელი აქვთ. 1% – სხვა პარტიებს, არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%,
შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“, გასცა 20%-მა პროცენტმა, 7%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას არავითარ შემთხვევაში, – 30% პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემდა ხმას არავითარ შემთხვევაში, 24%-ამბობს, რომ „ქართული ოცნებას, „გირჩს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმას არ მისცემდა არასდროს 10%. „გირჩი“-მეტი თავისუფლება, ზურაბ ჯაფარიძეს 8% არ დაუჭერდა მხარს, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულ პარტიას“ 7%. ნინო ბურჯანაძეს არ მისცემდა ხმას არასდროს 5%, ალეკო ელისაშვილის და გიორგი ვაშაძის პარტიებს – კი 4%.
როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა მომავალი არჩევნები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი?- ამ კითხვაზე გამოკითხულთა 14% ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი იქნება, 13 % კი მიიჩნევს, რომ არჩევნები ნამდვილად არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- ორნახევარი პროცენტია.