ირაკლი ნადირაძის ბრიფინგი

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიას სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს და სასამართლოს განჩინება წარმოადგინა. როგორც ნადირაძემ განმარტა, განჩინების მიხედვით, თეიმურაზ ცინარიძის კომპანიას საქალაქო სასამართლომ ქონება დაუყადაღა. მისივე განმარტებით, ცინარიძემ 2022 წლის 31 მარტს, წყნეთის სატყეო ზონაში 156 000 ლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი, რამდენიმე თვის შემდეგ კი, დაჩქარებულ ვადებში, საპრივატიზაციო თანხის დამატების გარეშე, მუნიციპალიტეტმა მრავალმილიონიან ქონებაში გაუცვალა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა.