ირაკლი ნადირაძე - მეტრო "ვარკეთილში" მომხდარზე პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს, რადგან ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაურჩა

მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და კახა კალაძის მისვლას ითხოვს. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით,  მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს, რადგან დედაქალაქი და ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაურჩა.

“ნაციონალური მოძრაობა” სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების და პასუხისმგებელი ადამიანების დასჯას ითხოვს. ისინი რიგგარეშე სხდომაზე კახა კალაძის მიწვევას ითხოვენ.