პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი სამუშაო ადგილების დეფიციტზე საუბრობს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი, კორუფციული პოლიტიკაა. მისივე თქმით, 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი 16,4 %-ია და 300 000-მდე ადამიანი სამუშაოს ეძებს. კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქართულ ეკონომიკას აზიანებს.