ირაკლი კობახიძის განცხადება

ამერიკის შეერთებულ შტატებთან საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომა სჭირდება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო აშშ-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთანაც ისაუბრა.