პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ შეხვედრები კონგრესსა და სენატში გამართა. სენატორ რონ ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. ექსპერტებთან და საერთშორისო მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და რუსულ ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.
სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.