ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო. გაერო-ს ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.

საუბარი შეეხო გაერო-ს რეზოლუციასაც.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.