ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა, – ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის სამეფოში ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულა.
პერდო სანჩესთან პირისპირ შეხვედრისას ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები გამოფენის სტუმრებს გააცნო. გაიმართა ოფიციალური მიღებაც. საქართველოს დელეგაციასა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის სამეფო თეატრში უმასპინძლა.