საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ, უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. მაღალი დონის დისკუსია ბრიუსელში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირებულ ტრიოს ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულება აერთიანებთ.