საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვერა იუროვასთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.