ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ოჯახის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
მათი მოთხოვნაა, ცილისწამებად იქნეს აღიარებული „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ცნობისთვის, აღნიშნული სიუჟეტი 2024 წლის 6 აპრილს გავიდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში. გადაცემის ავტორის მოსაზრებით, ამ ქარხნის შეძენა და შემდგომში იჯარით გაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდება. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ცილისმწამებლური კამპანიის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას.