საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესაპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას.