„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პარტიის თავმჯდომარემ ელჩს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პარტიის თავმჯდომარემ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.