სართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. მიღებული აქვს საფრანგეთის ღირსების ეროვნული და აკადემიური პალმის ორდენები.