ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იმართება პრაღაში. ჩეხეთში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები.