ამერიკის მორიგი მხარდაჭერა. კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა პროცესების, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.
მოამბე