ირაკლი ღარიბაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხეო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.