დავოსში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.