დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგი ორენოვანია და მასში წარმოდგენილი ის ნამუშევრებია, რომელიც განახლებულ ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. ათწუთიანი ციფრული ანიმაცია კი მხატვრის მნიშვნელოვანი ნამუშევრების მიხედვით არის აწყობილი და მის შემოქმედებას ახალი კონტექსტით წარმოადგენს. ციფრული პროექტის ჩვენება ყოველდღე, გამოფენის მსვლელობის დროს გაიმართება. გამოფენა, პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.