შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია თბილისის საკრებულოს ახალ დადგენილებას აპროტესტებს. მათი განცხადებით, დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს. ბრიფინგზე ასოციაციამ ასევე ისაუბრა, თუ რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდებიან მოქალაქეები და რა სამართლებრივი დარღვევებია აღნიშნულ დადგენილებაში.
„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა“ ასოციაციაში ასევე განმარტეს, რომ თბილისის მერიისგან და საკრებულოსგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღეს. ამ ბრალდებებს დღეს თბილისის საკრებულომ უპასუხა.