კონგოში გაუჩინარებული პილოტის ძმა ამტკიცებს, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალია. მისი თქმით, მას კონგოში რამდენიმე პირთან აქვს კომუნიკაცია, რომლებიც ამას ადასტურებენ. მათი ვინაობა არ სახელდება, საქმეში უკეთ გასარკვევად გიორგი ოსორაული უახლოეს მომავალში აფრიკაში გამგზავრებას თავად აპირებს, რადგან ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა საქმეს აჭიანურებენ, მათ შორის არ აძლევენ ოჯახს დაზარალებულის სტატუსს, რაც ადვოკატს საქმის დეტალების გაცნობის საშუალებას მისცემდა.
განცხადება გიორგი ოსარაულმა სკაიპის მეშვეობით “ადამიანის უფლებათა ცენტრში” გააკეთა, პროკურატურა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ,
თემას გამოეხმაურნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლები.