ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ თუ რჩება ხელისუფლებაში, მას აქვს უპირატესობა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და ასევე მემარჯვენე ფრთის გაძლიერებით, როგორიცაა ორბანი უნგრეთში,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა, შტეფან მაისტერმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ეს პოზიტიური ტენდენციაა. რაც შეეხება გერმანიის ახალ მთავრობას, შტეფან მაისტერს ეჭვი ეპარება, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია პრიორიტეტული იქნებიან.