ინტერვიუ რენდი შუნამენთან. ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის საგარეო ურთიერთობების დირექტორი აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი პოლიტიკოსის შესახებ გვიამბობს.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში რენდი შუნამენი საქართველოსადმი მაკკეინის დიდ ინტერესსა და სიმპათიებს იხსენებს. რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას კი რენდი შუნამენი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არა მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო ზრუნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპაში სამხედრო ძალით საზღვრის შეცვლა მთელ მსოფლიოზე იქონიებდა უარყოფით გავლენას.