პოლიტიკოსები ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურებიან

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის საზღვრებს გარეთ. თვითერის საშუალებით მათ სენატორის ოჯახს მიუსამძიმრეს. „ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა.“ ასეთი სიტყვები დაწერა თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ბარაქ ობამამ აღნიშნა, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ისინი უმაღლესი იდეალის ერთგულებას იზიარებდნენ, რომლისთვისაც ერთად იბრძოდნენ.

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრიც. ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ ჯონ მაკკეინი პატრიოტი იყო, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სამშობლოს სამსახურს შესწირა. „ის მილიონიბით ამერიკელის შთაგონების წყარო იყო-“ აღნიშნულია კანადის ლიდერის განცხადებაში.