აქცია პარლამენტთან

ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ, სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ჯონ მაკკეინის განსაკუთრებულ ღვაწლზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველომ ერთგული მეგობარი დაკარგა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯონ მაკკეინი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო და ქართველმა ერმა მისი მხარდაჭერა არ უნდა დაივიწყოს.